სასწავლო კურსები და ტრენინგები - spar.ge

შპს "სპარ"
+995 593 188 661
+995 568 121 441

სამუშაო საათები: 10:00 - 20.00;
შაბთ-კვირა: 11:00 - 18:00 სთ;

ვაჟა-ფშაველას გმზ. 16, მე-8 სართ.
(მეტრო სამედიცინოსთან)


GREENCARD DV2025
მიმდინარეობს 2023 წ-ს გათამაშება.
რეგისტრაციის პერიოდი: 07 ნოემბერი 2023-მდე

იჩქარეთ! ბოლო დღეებში ხდება სისტემის გადატვირთვა.


გათამაშებაში მონაწილეობის ვარიანტები:

ვარიანტი 1:    

ვარიანტი 2:    

რეგისტრაციისთვის საჭიროა იცოდეთ!




DV2025
კოდის მიღება 2023 წელს რეგისტრირებულებისთვის


ჩვენ უკვე 20 წელია წარმატებით ვემსახურებით ამ საქმეს




შარშანდელი გათამაშების შედეგების შემოწმება


"მწვანე ბარათზე" რეგისტრირებული მონაწილეებისთვის შედეგების შემოწმება შესაძლებელია 07.05.2023დან. იხილეთ ისნტრუქცია:
<<ნაბიჯ-ნაბიჯ>>





რეგისტრაციისთვის საჭიროა იცოდეთ:


აუცილებელი მოთხოვნა: წელს რეგისტრაციისთვის საკმარისია აიდი ბარათი (პირადობის მოწმობა) .
  • "გრიინ ქარდის" გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პიროვნებას 18 წლიდან;
  • თუ პიროვნება კანონიერ ქორწინებაშია(ხელი აქვს მოწერილი), მაშინ განაცხადში უნდა ჩაიწეროს მეუღლე და დაუქორწინებელი შვილები 21 წლამდე. მათი მოსვლა სავალდებულოა მხოლოდ სურათის გადასაღებად, არა აქვს მნიშვნელობა ისინი წავლენ მოგების შემთხვევაში ამერიკაში თუ არა. სურათის გადაღება ჩვენთან უფასოა. შვილებში მოიაზრება საკუთარი ბიოლოგიური შვილები, ნაშვილები შვილები, ასევე გერები, მეუღლის შვილები (მიმდინარე და წინა ქორწინებებიდანაც). თუ რომელიმე ოჯახის წევრი ვერ ახერხებს მოსვლას, მაშინ თან იქონიეთ მისი სურათი ჩაწერილი დისკზე (სურათი უნდა შეესაბამებოდეს ამ ბმულზე განთავსებულ მაგალითს https://greencard.spar.ge/photos.html), შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტოსტუდიაში. რომელიმე წევრის სურათის გარეშე განაცხადი ვერ შეივსება. მეუღლეებს შეუძლიათ ორივემ შეავსონ მონაწილის ანკეტა დამოუკიდებლად, რაც მათი ოჯახის გამარჯვების შანსს 2-ჯერ ზრდის (ამ დროს 31 ოქტომბრამდე მოქმედებს შეღავათი ფასში - 2 ბარათის შევსება თითო 35.00 ლარად).
  • თან იქონიეთ შემდეგი საბუთები: საკმარისია პირადობის მოწმობა (ან ასლი), ბავშვებისთვის საკმარისია დაბადების მოწმობები (ან ასლი). შესავსები გექნებათ მისამართის ველი და საფოსტო კოდი, რაც შესაძლებელია ადგილზე მოვიძიოთ..
  • Green card-ის აპლიკაციის შევსების ღირებულება 30.00 (დასაოჯახებელისთვის) - 40.00 ლარი (დაოჯახებულისთვის), 35 ლარი მეუღლეების მიერ 2 ბარათის შევსების შემთხვევაში, სურათების გადაღება და დამუშავება უფასოა.
  • გადახდის ინსტრუქციები:
    1). გადახდა ბანკით ან ოფისში მოგცემენ კონკრეტულ ინვოისს;
    2). გადახდა paybox აპარატიდანაღნიშნულ ინსტრუქციას მოგცემენ ასევე ოფისში).
    3). ინტერნეტით რეგისტრაციისას იხდით ასევე VISA / Mastercard ბარათით.

Green card-ის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ამ ვებგვერდიდან ჩამოტვირთავთ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს, სადაც დაფიქსირებული იქნება:
- Confirmation Number (მონაწილის რეგისტრაციის ნომერი)
- Name, Last Name (მონაწილის სახელი, გვარი)
- Year of Birth (მონაწილის დაბადების წელი).


მომავალში ეს მონაცემები გამოიყენება შედეგების შემოწმებისათვის 05.05.2024 პერიოდიდან. შემოწმების ინსტრუქცია იპოვეტ ამავე გვერდზე.

გისურვებთ წარმატებებს!



რჩევა:

"მწვანე ბარათის ლატარიის გათამაშების პერიოდში იქმნება ბევრი დროებითი ფირმა, რომლებიც ათამაშებენ ”მწავნე ბარათს”, თუმცა შემდგომში უკვალოდ ქრებიან და პასუხის გამცემიც არავინ რჩება. ხოლო შედეგების გამოქვეყნება ხდება მომსახურების გაწევიდან 6 თვეში (მაისი 2024. ჩვენ ბევრი ასეთი პიროვნება გვიკავშირდება ხოლმე, ვინც ასეთ გაურკვეველ კომპანიაში დარეგისტრირდა და მათ მიერ გაცემული მონაცემებით ვერ ამოწმებენ თავიანთ შედეგებს. ასეთ პიროვნებებს ჩვენ რა თქმა უნდა ვერაფრით ვეხმარებით. ეცადეთ მონაწილეობა მიიღოთ კომპანიაში, სადაც თანხას გახდევინებენ ოფიციალურად; მოგცათ დარწმუნებული რეკომენდაცია ახლობელმა; შეამოწმეთ აქვს თუ არა კომპანიას წარსული ისტორია ამ სფეროში, თუმცა ახალი კომპანია არანაირად არ ნიშნავს ცალსახან, რომ ის ყალბია, მაგრამ არსებობს მომეტებული რისკი. აშშ-ს საელჩოც გარკვეულ სიფრთხილისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს ამ სფეროში. რაც შეეხებათ ჩვენთან რეგისტრირებულ მონაწილეებს, ჩვენ მუდმივად ვინახავთ რეგისტრაციის კოდებს და მონაწილის მხრიდან დაკარგვის შემთხვევაშიც კი აღვუდგენთ მას. ჩვენი კომპანია ”მწვანე ბარათს” ათამაშებს უკვე 2003 წლიდან, ხოლო 2005 წლიდან მუდმივად ვიმყოფებით ერთ მისამართზე (ნახეთ მისამართი რუქაზე).

ჩვენ გამოქვეყნებული გვაქვს შედეგების შემოწმების ზუსტი ინსტრუქცია.
ჩვენთან შარშან გათამაშებულებიდან გამოვლინდა 11 გამარჯვებული კანდიდატი, რაც დაფიქსირდა ამ მომენტისთვის. შესაძლებელია ეს ციფრი კიდევ გაიზარდოს, რადგან მონაწილეები თავად ამოწმებენ შედეგებს და ჩვენ თავიდანვე არ ვფლობთ სრულ სტატისტიკას მათი მხრიდან გამოხმაურებამდე. დამატებით ჩვენ გვაქვს სერვისი, რომლიტაც მომავალშიც ვემსახურებით ჩვენს გამარჯვებულებს შემდგომ პროცედურებში.

Green card-ის
გათამაშებაში მონაწილეობის ვარიანტები:

ვარიანტი 1:    

ვარიანტი 2:    

რეგისტრაციისთვის საჭიროა იცოდეთ!






დამატებითი ინფორმაცია:



  რა არის მწვანე ბარათი (green card)?


   ზოგადი პირობები და წესები;


   როგორ მიიღოთ მონაწილეობა DV 2024-ში ჩვენთან ოფისში მოსვლით?


   მონაწილეობა მიღება ინტერნეტით;


   როგორ უნდა გაიგოთ ნამდვილად დარეგისტრირდა თუ არა ”მწვანე ბარათის ლატარიის” გათამაშებაში თქვენი განაცხადი;


   როგორ უნდა შეამოწმოთ მოგების შედეგები ინტერნეტით ნაბიჯ-ნაბიჯ;


   რა უნდა გააკეთოთ მოგების შემთხვევაში;


   ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია:

შპს ”სპარ”
მისამართი: თბილისი. ვაჟა-ფშაველას გმზ. 16; მე-8 სართული; ოთახი 811
(მეტრო სამედიცინოსთან. ნახეთ რუქაზე)

   სამუშაო საათები:

   10:00 - 20:00 სთ (ორშაბათი - პარასკევი).
   11:00 - 18:00 სთ (შაბათ-კვირა)


+995 593 188 661
+995 568 121 441




 

რეკლამა საიტზე:

 

 
სასწავლო კურსები და ტრენინგები - spar.ge



 
 

რა არის მწვანე ბარათი ლატარეს (green card)?


საიმიგრაციო ვიზის პროგრამა, რომელიც ცნობილია მწვანე ბარათის ლატარიის გათამაშების სახელწოდებით, განმცხადებლებს მსოფლიო მასშტაბით შესაძლებლობას აძლევს კანონიერად გაემგზავრონ აშშ-ში იმიგრაციის გზით. მსოფლიო მაშტაბით საიმიგრაციო ვიზების მისაღებად განმცხადებლები შეირჩევიან კომპიუტერული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ყოველწლიურად იმ ქვეყნების მოქალაქეებისათვის, საიდანაც აშშ-ში ნაკლებად შემოდიან იმიგრანტები, ყოველწლიურად გაიცემა აშშ მუდმივი ცხოვრების უფლების მიმნიჭებელი 55 000. გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება განისაზღვრება პიროვნების დაბადების ადგილის და არა მოქალაქეობის მიხედვით.

"მწვანე ბარათი"(US Green Card "გრინ-ქარდი".) - წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ნებისმიერ პიროვნებას აძლევს უფლებას მუდმივად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს ყველა უფლებით გარდა არჩევნებში ხმის მიცემისა (Экономика США), ხოლო 5 წლის შემდეგ აღნიშნული უფლებაც ეძლევა და ხდება სრულუფლებია მოქალაქე. მწვანე ბარათის მფლობელ ემიგრანტს უფლება აქვს შეერთებულ შტატებში იცხოვროს განუსაზღვრელი პერიოდი და არ შეიცვალოს თავისი მოქალაქეობა, მაგრამ გამოიყენოს ამერიკის მოქალაქის ყველა უფლება, გარდა არჩევნებში მონაწილეობისა, რაც უკვე აღინიშნა.

ყველაზე ადვილი და რეალური საშუალება მოვიპოვოთ "მწვანე ბარათის ლატარეა" არის მონაწილეობის მიღება "მწვანე ბარათის" გათამაშებაში, რომელიც ყოველწლიურად ოფიციალურად ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს.

ბოლო წლებში საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებულთა სტატისტიკა ასეთია:

  • DV-2007:    323 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 26065).

  • DV-2008:    516 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 32196).

  • DV-2009 (2007 წ.):    661 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 32022).

  • DV-2010 (2008 წ.):    648 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 31953).

  • DV-2011 (2009 წ.):    699 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 39253).

  • DV-2012 (2010 წ.):    620 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 49276).

  • DV-2013 (2011 წ.):    723 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 53625).

  • DV-2014 (2012 წ.):    806 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 46 451).

  • DV-2015 (2013 წ.):    804 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 53 395).

  • DV-2016 (2014 წ.):    571 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 73 989).

  • DV-2017 (2015 წ.):    680 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 99 351).

  • DV-2018 (2016 წ.):    1195 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 122 109).

  • DV-2019 (2017 წ.):    867 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 130 322).

  • DV-2020 (2018 წ.):    1131 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 141 693).


  • 2019 წლიდან რეგისტრაციისთვის მოითხოვება საერთაშორისო პასპორტი
  • DV-2021 (2019 წ.):    ... მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 112 464).



  • მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკა DV 2007 - 2013 / ჩამოტვირთეთ
    მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკა DV 2013 - 2015 / ჩამოტვირთეთ
    მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკა DV 2016 - 2018 / ჩამოტვირთეთ
    მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკა DV 2019- 2021 / ჩამოტვირთეთ
 
     
 

ზოგადი პირობები და წესები

"გრიინ ქარდ (green card)"-ის DV-2025 გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა განცხადება გაიგზავნოს მკაცრად განსაზღვრული პერიოდის შუალედში: 2021 წლის 6 ოტომბრიდან - 9 ნოემბრის ცათვლით. გადატვირთულობის გამო შესაძლებელია ბოლო დღეებში განაცხადები ვერ გადაიგზავნოს. განცხადება გაგზავნილი უნდა იქნეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სპეციალური წესების დაცვით (2004 წლამდე ეს ხდებოდა წერილობითი ფორმით).

ლატარიის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აკმაყოფილებს ორ მარტივ პირობას:

1. ის უნდა იყოს ისეთი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციის დაბალი დონით გამოირჩევა (საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა მწვანე ბარათის DV-2025 -ს გათამაშებაში);

2. მონაწილეს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრულყოფილი საშუოალო განათლება (12 წლიანი) ან მინიმუმ 2 წელი მუშაობის გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში ისეთ სამუშაოზე, რომლის ათვისებასაც სჭირდება მინიმუმ 2 წლის სწავლა.

განცხადების მომზადების წესები:

ერთ მონაწილეს უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ გააგზავნოს განცხადება. იმ შემთხვევაში თუ გაგზავნილი იქნება ერთზე მეტი განცხადება ერთი პიროვნებისაგან, ყველა განცხადება იქნება დისკვალიფიცირებული (გაუქმებული). მეუღლეებს და შვილებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ცალ-ცალკე განცხადებით, ამ შემთხვევაში შვილი უნდა იყოს სრულწლოვანი (18წ-ზევით);

განცხადების გაგზავნა ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით ინტერნეტის მეშვეობით.

განცხადება იწერება ინგლისურ ენაზე;

განცხადების გაგზავნისას უკან ბრუნდება შეტყობინებას მისი განცხადების წარმატებით მიღების და ლატარეაში მონაწილეობის შესახებ. ასევე შესაბამისი რეგისტრაციის ნომერი, რასაც შემდეგში გადამწყეტი მნიშვნელობა აქვს. სპეციალურ ინტერნეტ გვერდზე რეგისტრაციის ნომრის მეშვეობით თქვენ შეძლებთ მომავალში გაიგოთ მოიგო თუ არა თქვენმა ანკეტამ. ზუსტი ინსტრუქცია ამის შესახებ როგორ მოწმდება შედეგები იხილეთ აქ: შედეგების შემოწმების ზუსტი ინსტრუქცია. ინფრმაცია DV 2025 მოგების შესახებ გამარჯვებულებს ფოსტით არ მიუვათ, როგორც ეს წინა წლებში იყო.

green card აპლიკაციის განაცხადი იქნება ლიკვიდირებული, თუ მონაწილის (ან მისი ერთერთი ოჯახის წევრის) ინფორმაცია ან ფოტო განცხადებასთან ერთად არ იქნა გაგზავნილი. ჩვენთან შევსების შემთხევვაში ჩვენ დაგეხმარებით სწორად შეავსოთ განცხადეა;

თუ გაგზავნილი ფოტოები ზუსტად არ აკმაყოფილებენ გადაღების ან მისი დამუშავების ფორმატს, განცხადება იქნება ლიკვიდირებული. სწორად გადაღებული სურათების ვარიანტები ნახეთ ჩვენს ვებ გვერდზე . სწორად გადაღების გარდა სურათები უნდა იყოს კომპიუტერში დამუშავებული გარკვეული პარამეტრებით. სურათების ელ-ფოსტაზე მოწოდების შემთხვევაში თუ თქვენი სურათი ვიზუალურად შეესაბამება სწორ ვარიანტებს, საბოლოო პარამეტრებით ჩვენ დავამუშავებთ. ჩვენთან შევსების შემთხევვაში ჩვენ თავად ვიღებთ და ვამუშავებთ სურათებს;

განცხადების შინაარსი:

1. სრული სახელი - გვარი, სახელი;

2. დაბადების თარიღი - რიცხვი, თვე, წელი;

3. სქესი - მამრობითი, მდედრობითი;

4. დაბადების ადგილი - ქალაქი, სოფელი, დასახლება;

5. დაბადების ქვეყანა - ტერიტორიის ახლანდელი დასახელება, სადაც დაიბადეთ;

6. ქვეყანა სადაც დაიბადეთ, რომელიც შედის DV მონაწილეთა სიაში
(ეს ქვეყანა ჩვეულებრივ არის იგივე, სადაც დაიბადეთ და არა ის სადაც ცხოვრობთ. თუ თქვენ დაიბადეთ ქვეყანაში, რომელიც ამოღებულია გათამაშების სიიდან გადახედეთ ინსტრიქციას: https://travel.state.gov/content/dam/visas/Diversity-Visa/DV-Instructions-Translations/DV-2024-Instructions-Translations/DV-2024-Instructions.pdf

7. ეს ველი გაუქმებულია (პასპორტის მონაცემები - ნომერი / გამცემი ქვეყანა / მოქმედების ვადა);

8. ფოტო - გათამაშებაში მონაწილის;

9. საფოსტო მისამართი - (აუცილებელი არაა ის მისამართი, სადაც ხართ ჩაწერილი. ეს შეიძლება იყოს მისამართი, სადაც თქვენ ფაქტიურად ცხოვრობთ);

10. ქვეყანა - სადაც ამჟამად ცხოვრობთ და საიდანაც აგზავნით ანკეტას;

11. ტელეფონის ნომერი;

12. ელ-ფოსტის მისამართი -თქვენი პირადი ელ-ფოსტა (თუ არ გაქვთ ჩვენი კომპანია ჩაწერს თავის ელ-ფოსტას);

13. განათლება - მონიშნავთ შესაბამის ვარიანტს ჩვენს ანკეტაში;

14. ოჯახური მდგომარეობა - მონიშნავთ შესაბამის ვარიანტს ჩვენს ანკეტაში;

15. შვილების რაოდენობა - იგულისხმება მხოლოდ 21 წლამდე დაუქორწინებელი შვილები მიმდინარე და წინა ქირწინებებიდან. შვილებში მოიაზრება საკუთარი ბიოლოგიური შვილები, ნაშვილები შვილები, ასევე მეუღლის შვილები (მიმდინარე და წინა ქორწინებებიდანაც);

16. ინფორმაცია მეუღლეზე - სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი,დაბადების ადგილი, დაბადების ქვეყანა, შესაბამისი ფოტო;

17. ინფორმაცია შვილებზე -გვარი, სახელი, სქესი, დაბადების თარიღი,დაბადების ადგილი, დაბადების ქვეყანა, შესაბამისი ფოტო;

 
 
- აღნიშნული ანკეტის ფორმა შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენთან ოფისში, სადაც დაგეხმარებიან მის შევსებაში, ასევე გადაგიღებენ და დაგიმუშავებენ სურათებს (ღირებულება შეადგენს - 30.00 ლარი (დასაოჯახებელის შემთხვევაში); 40 ლარი (დაოჯახებულის შემთხვევაში) ფოტოების გადაღება უფასოა; ვრცლად

- ასევე შეგიძლიათ შეავსოთ ანკეტა ინტერნეტით და მიიღოთ მონაწილეობა გათამაშებაში  შეავსეთ ანკეტა


მწვანე ბარათის ლატარიის
გათამაშებაში მონაწილეობის ვარიანტები:

ვარიანტი 1:    

ვარიანტი 2:    

რეგისტრაციისთვის საჭიროა იცოდეთ!


 

 
 

როგორ მიიღოთ მონაწილეობა Green card DV 2025 -ში ჩვენთან ოფისში მოსვლით?

რეგისტრაციისთვის საჭიროა: გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პიროვნებას 18 წლიდან. თუ პიროვნება დაქორწინებულია თან უნდა მოიყვანოს მეუღლე (თუ აქვს მოწერილი ხელი) და შვილები (ერთი თვიდან - 21 წლამდე. მხოლოდ ის შილები, რომლებიც არ არიან დაქორწინებული). ყველა ოჯახის წევრს უნდა გადავუღოთ სურათი. თან იქონიეთ შემდეგი საბუთები: პირადობის მოწმობები, ბავშვებისთვის დაბადების მოწმობები. ვისაც აქვს უცხოური პასპორტი იქონიოს თან, წინააღმდეგ შემთხვევაში იქონიეთ ყველა ოჯახის წევრის სახელი და გვარი ინგლისურ ენაზე. თუ რომელიმე ოჯახის წევრი ვერ ახერხებს მოსვლას, მაშინ თან იქონიეთ მისი სურათი (სურათი უნდა შეესაბამებოდეს ამ ბმულზე განთავსებულ მაგალითს https://greencard.spar.ge/photos.html)


შპს ”სპარ”
მისამართი: თბილისი. ვაჟა-ფშაველას გმზ. 16; მე-8 სართული; ოთახი 811
(მეტრო სამედიცინოსთან. ნახეთ რუქაზე)

   სამუშაო საათები:

   10:00 - 20:00 სთ (ორშაბათი - პარასკევი).
   11:00 - 18:00 სთ (შაბათ-კვირა)


+995 593 188 661
+995 568 121 441



მსოფლიოში თითქმის ყველა განცხადების მესამედი, რომელიც იგზავნება ლატარეაში მონაწილეობის მისაღებად დისკვალიფიცირებულია მისი არასწორი მომზადების გამო. არ უნდა დაუშვათ წვრილმანი შეცდომაც კი.

ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც საშუალებას მოგცემთ სწრაფად, ზუსტად და ყველა წესების დაცვით მოამზადოთ განცხადების ფორმა DV-2021-ის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად.

ერთი განცხადების მომზადება მოიცავს შემდეგ მომსახურებას:

1. თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მონაწილეობის შეფასება DV-2025-ის ლატარიის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად;

2. გასაგზავნი განცხადების კვალიფიცირებული მომზადება ინგლისურ ენაზე;
ანკეტის შევსებისას უნდა იქონიოთ შემდეგი საბუთები:
- პასპორტი ან სხვა საბუთი, სადაც უკვე ინგლისურად დაფიქსირებულია თქვენი და/ან ოჯახის წევრების სახელი და გვარი ინგლისურ ენაზე. თუ ასეთი საბუთი არ არსებობს, მაშინ ჩვენ დაგაწერინებთ სწორად.
- პირადობის მოწმობა;
- დაბადების მოწმობები ბავშვების შემთხვევაში.
- ქორწინების მოწმობა დაქორწინებულის შემთხვევაში.
თუ აღნიშნული საბუთები თან არ გექნებათ, მაშინ სახელების და დაბადების თარიღების სწორად ჩაწერის პასუხისმგებლობა გადადის თქვენზე.

3. სურათების გადაღება ოჯახის ყველა წევრისათვის და მისი დამუშავება DV-2025-ის მოთხოვნილ სტანდარტებზე უფასოდ (თუ რომელიმე ოჯახის წევრი ვერ მოდის, მაშინ მისი სურათი უნდა მოიტანოთ დისკზე. სწორად გადაღებული სურათების ვარიანტები;

4. მომზადებული განცხადების გაგზავნა ელექტრონულად DV-2025 ლატარიის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად;

5. განცხადების წარმატებით რეგისტრაციის შესახებ მოსული შეტყობინების მიღება, მისი ამობეჭდვა და პირადად თქვენთვის გადმოცემა;

შენიშვნა: მეუღლეებს შეუძლიათ ითამაშონ დამოუკიდებლად, ამ შემთხვევაში ერთ-ერთის მოგების შემთხვევაში მაინც მთელი ოჯახი მიდის. . ე.ი. ორივე მეუღლის გათამაშებით მოგების შანსი ორმაგდება.


 
 






როგორ უნდა გაიგოთ ნამდვილად დარეგისტრირდა თუ არა ”მწვანე ბარათთის ლატარეაში”
თქვენი განაცხადი


1. Green card-ის ლატარეაში წარმატებით განხორციელებული რეგისტრაციის მონაცემები გამოიყურება ასე: მაგალითი DV2016;   მაგალითი DV2017  მაგალითი DV2018  მაგალითი DV2019,

2. ოფისის მიერ მოცემული რეგისტრაციის მონაცემების ნამდვილობა გამოვლინდება მხოლოლ რამდენიმე თვეში, 2024 წლის 6 მაისიდან, როდესაც ინტერნეტში დაიდება გათამაშების შედეგები (შემოწმების ზუსტი ინსტრუქცია იხილეთ ამავე გვერდზე). თუ შემოწმების დროს პროგრამა ვერ ამოწმებს, აგდებს შეტყობინებას, რომ მონაცემი არასწორია, მაშინ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თქვენი რეგისტრაცია ყალბია (რამდენჯერმე გადაამოწმეთ მონაცემების შეტანის სისწორე, რადგან ბევრს ეშლება და ამან შეცდომაში არ შეგიყვანოთ). ოფისი, რომელიც იძლევა ყალბ სარეგისტრაციო კოდებს სავარაუდოდ ყოველ-წელს თავის სახელწოდებას და ადგილს უნდა იცვლიდეს, რადგან როგორც აღვნიშნეთ გამთამაშებელი შედეგების გამოქვეყნებისას ხვდება მოატყუეს თუ არა. ჩვენ ამ საქმეს ვემსახურებით უკვე 20 წელზე მეტი, ხოლო ერთ მისამართზე ვიმყოფებით 2005 წლიდან. ჩვენ ყოველწელს გათამაშებისათვის მოგვმართავს ძალიან ბევრი ერთი და იგივე მოქალაქე;

3. რა თქმა უნდა ყველაზე სარწმუნოა, როდესაც თავად უყურებთ თუ როგორ ივსება თქვენი რეგისტრაციის მონაცემები და იგზავნება ონლაინით და იქედან ბრუნდება რეგისტრაციის კოდი. ასეთ შემთხვევაში იქვე ამოგიბეჭდავენ რეგისტრაციის პასუხს და დარწმუნებული იქნებით, რომ ნამდვილად გაიგზავნა, მაგრამ მიუხედავად ამისა ბევრი ოფისი და ჩვენც მათ შორის ასე ვერ ვაკეთებთ. ამის მიზეზი არის შემდეგი:
აღნიშნული პროცესი არის ხანგრძლივი და საპასუხისმგებლო. ეს ყველაფერი წყნარ და მშვიდ სიტუაციაში უნდა მოხდეს ყოველგვარი შეცდობის გარეშე, რასაც ყველა ეტაპზე სხვადასვა სპეციალისტი სჭირდება: სურათების გადალაგება-დამუშავება, ანკეტის თარგმნა-კორექტირება-შემოწმება, ინტერნეტში გადატანა - გაგზავნა, ამიტომ შეუძლებელია ყველა ანკეტას თავისი პატრონი დაყვებოდეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოთახებში, ასეთ პირობებში მუშაობა ჩვენ წარმოუდგენლად გვეჩვენება. ის ოფისი რომელიც სთავაზობს რეგისტრაციის პროცესის ადგილზე დასწრებას, მათ ყავთ ცოტა მომხმარებლი და ამიტომაც შეუძლიათ ასეთი მომსახურება შესთავაზონ, სამაგიეროდ აქვთ შეცდომების დაშვების დიდი ძალიან დიდი ალბათობა ნაჩქარევად და ქაოტურად მუშაობის პროცესის გამო.





სასწავლო კურსები და ტრენინგები - spar.ge


როგორ უნდა შეამოწმოთ Green card-ის მოგების შედეგები ინტერნეტით

ჩვენი მოთხოვნაა, რომ თავად შეამოწმოთ შედეგები. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგებადებათ ობიექტური კითხვა: საერთოდ მიიღეთ კი მონაწილეობა გათამაშებაში? ჩვენი კლიენტებიდან, ვინც მაისის თვეში თავად ვერ მოახერხებს შედეგების შემოწმებას დამოუკიდებლად (რაც არამგონია ვინმეს გაუჭირდეს), ჩვენ დავეხმარებით ოფისიდან მხოლოდ 01.06.2023-ის შემდეგ, მანამდე ამასთან დაკავშირებით არანაირი მიღება არ გვექნება. ისარგებლეთ აქ განთავსებული მარტივი <<ინსტრუქციით>>, რომელიც ტექნიკური სირთულით ელ-ფოსტის შემოწმებისგან არაფრით განცხვავდება. ჩვენ ასევე ვეხმარებით მწვანე ბარათის გათამაშებაში გამარჯვებულ კანდიდატებს შემდგომი ეტაპების გადალახვაში <<იხილეთ აქ>>.

შედეგების შემოწმებისთვის დაგჭირდებათ
რეგისტრაციის კოდი


განკუთვნილია მათთვის, ვინც განაცხადი შეავსო ჩვენთან
კომპანია "სპარ"-ში

ნაბიჯი-1: ვისაც ჯერ არ ჩამოუტვირთავს თავისი რეგისტრაციის მონაცემები ჩამოტვირთეთ ქვემოთ მოცემული ბმულებიდან შესაბამისი წლების მიხედვით. აღნიშნული კოდი აუცილებელია "გრიინ ქარდის" გათამაშების შედეგების შესამოწმებლად.



2022 წელს რეგისტრირებულებისთვის (DV-2024)


ნაბიჯი-2: მონაწილეების გათამაშების შედეგების ნახვა შესაძლებელია ქვევით მოცემული წესების მიხედვით. თუ სწორად არ შეავსებთ რომელიმე ველს პროგრამა გამოიტანს შეტყობინებას, რომ ასეთი მონაცემი არ არსებობს, დაფიქრდით რას აკეთებთ შეცდომით და გაიმეორეთ შემოწმება კვლავ, სანამ არ გამოიტანს კონკრეტულ პასუხს: დადებით ან უარყოფითი. ხშირი შეცდომები: ეშლებათ"ნული(0)" და "ო(O)" ერთმანეთში; მოითხოვება მხოლოდ "გვარი", შეცდომით შეყავთ "სახელი და გვარი" ... ეცადეთ კოპირებით გადაიტანოთ ჩვენგან მიღებული მონაცემები.

მიჰყევით ამ წესებს:

1. გახსენით ვებ გვერდი: ბმული

2. შეიყვანეთ სწორად თქვენი გათამაშების პარამეტრები შესაბამის ველებში:
- Confirmation Number (მონაწილის ნომერი)
- Last Name (შეიყვანეთ მხოლოდ "გვარი")
- Year of Birth (დაბადების "წელი")
- Authentication (ავტორიზაციის კოდი, რაც გამოჩნდება შესავსები ველის მარცხენა მხარეს. ყოველ ახალი შესვლისას ის იცვლება ავტომატურად.)
და შემდეგ დააჭირეთ ”Submit" ღილაკს, რომ ნახოთ თქვენი შედეგი
.

როგორ გამოიყურება დამატებითი დახმარება?

1. ნახეთ ინსტრუქცია- ვიზუალურად
2. ასე გამოიყურება- უარყოფითი პასუხი
3. ასე გამოიყურება- დადებითი პასუხი

გისურვებთ წარმატებებს! შემოწმება სასურველია მოხდეს 30.08.2024-მდე (DV-2025-ის), თუმცა უკეთესია ბევრად ადრე, რადგან მოგების შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების დაწყება უნდა მოხდეს მაისი-ივლისის თვეებში.

ნაბიჯი-3: თუ დაფიქსირდება მოგება დაგვიკავშირდით, ჩვენ ვეხმარებით მოგებულებს შემდგომი პროცედურებზე გადადით ბმულზე.

ჩვენი აბონენტებიდან, ვინც ივნისამდე თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს "მწვანე ბარათის" ლატარიის შედეგების შემოწმებას დამოუკიდებლად (რაც არამგონია ვინმეს გაუჭირდეს), ჩვენი ოფისი დაგეხმარებათ აქ ადგილზე მხოლოდ 01.06.2023_დან

შენიშვნა: ჩვენ არ ვამოწმებთ მომხმარებლების შედეგებს. მომხმარებელი ვალდებულია თავად შეამოწმოს შედეგები, რომ დარწმუნდეს ჩვენი სერვისის რეალობაში. ჩვენი აბონენტებიდან, ვინც მაისის თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს "მწვანე ბარათის" ლატარიის შედეგების შემოწმებას დამოუკიდებლად (რაც არამგონია ვინმეს გაუჭირდეს), ჩვენი ოფისი დაგეხმარებათ ჩვენთან მომართვის შეთხვევაში 01.06.2023-დან. ძალიან ბევრ ადამიანს ელ-ფოსტაზე მისდის გაურკვეველი წარმომავლობის წერილები გათამაშებაში მოგების თაობაზე, რაშიც დამატებით ფულს ითხოვენ (ეს ფულის გამოძალვის შემთხვევებია). პირადად შეამოწმეთ თქვენი გათამაშების შედეგი ჩვენი ინსტრუქციით და არ ენდოთ სხვას.

სასწავლო კურსები და ტრენინგები - spar.ge

 



რა უნდა გააკეთოთ მწვანე ბარათის გათამაშებაში მოგების შემთხვევაში.
green card გამარჯვებულები

მოგებულებმა დაჯავშნეთ ჩვენი დახმარების სერვისი:
დაჯავშნა

როგორ უნდა მოიქცეთ? პირველ რიგში გილოვათ მწვანე ბარათის ლატარეაში გამარჯვებას, მაგრამ ეს ჯერ არ ნიშნავს სრულ წარმატებას. ჩვეულებრივ უფრო მეტი ადამიანი იმარჯვებს, ვიდრე არის გამოყოფილი ვიზების რაოდენობა. ეს გამოწვეულია იმით, რომ სხვადასხვა საბუთების მომზადების და გასაუბრების შემდეგ საელჩომ შეიძლება დაიწუნოს რომელიმე პრეტენდენტი, ასევე შესაძლებელია ვინმემ თავადაც თქვას გამგზავრებაზე უარი, არსებობს კიდევ ბევრი სხვა მიზეზი, ამიტომ ეს ყველაფერი გათვალისწინებულია მოგებულთა რაოდენობაში.

მწვანე ბარათის საემიგრაციო ვიზის წარმატებით მიღებისათვის საჭიროა კიდევ 3 ეტაპიას გავლა: 1). სპეციალური ანკეტების მომზადება და გადაგზავნა ამერიკაში; 2). ყველა აუცილებელი დოკუმენტის მომზადება, პროცედურების დაგეგმვა და გავლა; 3). შემდეგ ხდება თავად საელჩოში გასაუბრების დაგეგმვა, მომზადება, განხორციელება. მთელს ამ პროცესს ეთმობა დაახლოებით 10-12 თვე, ამიტომ წარმატებით გავლის შემთხვევაში მოგებული 2025 წლის დასრულებამდე შეძლებს გაემგზავროს აშშ-ში.

ჩვენი ოფისი ეხმარება გამარჯვებულებს ყველა ამ ეტაპების გავლაში. ჩვენი მომსახურების ღირებულება შეადგენს 600.00 ლარს, + 100.00 ლარი თითო ოჯახის წევრზე, რომელიც შეყვანილია გათანაშების მონაცემებში. ჩვენს მომსახურებაში შედის: პიროვნების ინდივიდუალური სიტუაციიდან გამომდინარე ყველა საჭირო საბუთების შეგროვებაზე დახმარება და მუდმივი კონსულტაცია, ამერიკაში გასაგზავნი ანკეტების კომპეტენტურად შევსება და გადაგზავნა, საბოლოო შედეგის მიღებამდე მუდმივი მონიტორინგი და სხვადსხვა კონსულტაციები საქმნის მსვლელობისას აუცილებელ ქმედებებზე და ეტაპებზე, საელჩოში გასაუბრების დაჯავშნა.

ჩვენი მომსახურების გარდა პრეტენდენტს აქვს სხვა ხარჯები: საბუთების მოძიების და ნოტარიალურად დამოწმების ხარჯები, სამედიცინო შემოწმების ხარჯები ოჯახის ყველა წევრზე, რომელიც ხდება მხოლოდ სპეციალური წესით და ფორმით, საელჩოში შესვლის მოსაკრებელის ხარჯი, ამერიკაში გამგზავრების ხარჯები.

მოგებულებმა დაჯავშნეთ ჩვენი დახმარების სერვისი:
დაჯავშნა

ჩვენ დაგიკავშირდებით.

 

ინსტრუქციები: გადახდა ბანკითგადახდა paybox აპარატიდან




შპს ”სპარ” (ს/კ: 205290424)
სს ”საქართველოს ბანკი”
ა/ა GE50BG0000000936008200
ბანკის კოდი: BAGAGE22


შპს ”სპარ”
მისამართი: თბილისი. ვაჟა-ფშაველას გმზ. 16; მე-8 სართული; ოთახი 811
(მეტრო სამედიცინოსთან. ნახეთ რუქაზე)

   სამუშაო საათები:

   10:00 - 20:00 სთ (ორშაბათი - პარასკევი).
   11:00 - 18:00 სთ (შაბათ-კვირა)


+995 593 188 661
+995 568 121 441







საკონტაქტო ინფორმაცია
:

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გმზ. 16; VIII სართული; ოთახი 811. (მეტრო სამედიცინოსთან)
ნახეთ მისამართი რუქაზე

შპს "SPAR"
E-mail: greencard@spar.ge;
http://www.spar.ge


Created by SPAR.GE